"ივანიშვილი ხაზარაძის დაპატიმრებას აპირებს"

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებით, "ხელისუფლება "აჭრილია" და ბიძინა ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება". ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე TBC–ს ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და მისი დაცვის წევრის დაკავების ფაქტების შეფასებისას განაცხადა.  

„აშკარაა, რომ ივანიშვილმა [პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე]დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში, ჩემი მეგობრის და ჩემი დაცვის წევრის დაპატიმრებაში გამოიხატა, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. გუშინ, გვიან სააპელაციო სასმართლომ უარი გვითხრა, მის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ მისთვის პატიმრობა. საერთოდ განუხილავი დატოვა და იმის ნაცვლად, რომ განეხილა და თუნდაც ფასადურად ეთქვათ უარი, საჩივარი საერთოდ არ მიიღეს. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს: მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე. ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს და ამის გამო მან მამუკა ხაზარაძეს წაუყენა ბრალი და ჩემი ვარაუდით, აპირებს მის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეს ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება. გარკვეული სახის ნაჯახით მოქმედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს