ჯუთაში ტურისტები გადაარჩინეს

ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებული ტურისტი, რომელიც გზაზე გადაადგილებას ვერ ახერხებდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დუშეთის სამაშველო ჯგუფის მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით, თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


„მაშველებს რთული რელიეფის გამო, მთელი ღამის განმავლობაში ქვეითად გადაადგილება მოუწიათ. ჯუთაში ჩასულ მაშველებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 4-კაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთ ქალბატონს ტრავმა ჰქონდა მიღებული. მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე შეაფასეს არსებული სიტუაცია. რთული რელიეფის გამო, დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.

ყაზბეგის მიმართულებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. მაშველებმა ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ქალბატონს შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს