მანანა არჩვაძე-გამსახურდია – სანდრა რულოვსზე: „ეს ქალი საქართველოდან გაძევებას იმსახურებს“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ზუგდიდის ცენტრში მომხრეებს ხვდება და მათ მოუწოდებს, ხმა არ მისცენ მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს.

"ეს ქალი საქართველოდან გაძევებას ნამდვილად იმსახურებს. ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე შესწირა და ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის... იგი საქართველოში ჩამოვიდა, პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში, ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა, მოღალატეებმა ყველა ღონე იხმარეს... მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ახლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია“,-განაცხადა მანანა არჩვაძემ. 

ცნობისთვის: მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში). ზუგდიდის მერობისთვის მმართველი პარტიიდან გეგა შენგელია იბრძოლებს, ხოლო ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ სანდრა რულოვსი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp