მაჩალიკაშვილი კარავს ორ ლოკაციაზე გაშლის

პანკისში ჩატარებული სპეც–ოპერაციისას მოკლული ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთანაც გეგმავს,– ამის შესახებ ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილმა თბილისის მერიასთან განუცხადა. ის აპირებს, ნებართვასთან დაკავშირებით მერიას წერილობითი სახით მიმართოს. ამდენად, მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, საპროტესტო კარვები ორ ლოკაციაზე გაიშლება. 

"ვაპირებ, გამოვიყენო კანონით მონიჭებული უფლება და კარავი დავდგა ისევ იქ [პარლამენტთან]. ასევე ვაპირებ, გავშალო მეორე კარავი ანაკონდის – ივანიშვილის ეზოს წინ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილს დღეს პოლიციასთან დაპირისპირება მოუვიდა. კერძოდ, სამართალდამცველებმა მას პარლამენტის წინ კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს და მიზეზად მერიის მიერ დადგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს, თუმცა მერიაში განიმარტა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ არის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის მკვლელობის მოთხოვნით აქციას პარლამენტთან რამდენიმე თვეა, მართავს, მას კარავიც ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მისი კარავი აიღეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს