აქცია უტიაშვილის სახლთან: "მთავრობამ ტროლები მომისია, ცირკს აწყობენ" [ვიდეო]

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უტიაშვილისგან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. სტატუსი აგვისტოს ომს შეეხებოდა. 

"შოთა, მოიხადე ბოდიში!",– სკანდირებენ აქციის მონაწილეები. 


აქციას უტიაშივლი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლიუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხლა იფლანგება თქო.

ეს პოსტი შეიძლება, მოგეწონოს, შეიძლება – არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს

შსს, მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავარდებით მარაზმში”, – წერს უტიაშვილი.

შოთა უტიავილიმა სტსტუსი 24 ივლისს გამოაქვეყნა:

"აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს "დაჩმორება" იოლი არ იქნებოდა.

დღეს უკვე ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და "ქართული ოცნების" უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. 

უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.

აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია - "რუსთავი 2" დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp