სოხუმსა და ცხინვალს შორის “საერთაშორისო საავტომობილო კავშირის შესახებ შეთანხმება” გაფორმდა

აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს შორის “საერთაშორისო საავტომობილო კავშირის შესახებ შეთანხმება” გაფორმდა.

ე.წ. შეთანხმებას აფხაზური მხრიდან ტრანსპორტის დე ფაქტო სამმართველოს ხელმძღვანელმა რობეტან გაბლიამ მოაწერა ხელი, ოსური მხრიდან – მრეწველობის, ტრანსპრტისა და ენერგეტიკის დე ფაქტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბატრაძ სანაკოევმა.

«ხელმოწერილი შეთანხმება სოციალურად მნიშვნელოვანია. მარშრუტი ცხინვალი-ვლადიკავკაზი-სოხუმი მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს», - განაცხადა გაბლიამ. 

თავის მხრივ, სანაკოევმა აღნიშნა, რომ ეს “კიდევ ერთი ნაბიჯია ორ მოძმე რესპუბლიკას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების გზაზე, მათ შორის – ტურიზმის მიმართულებით”: 

“აფხაზეთი საბჭოთა დროსაც ტურისტული ცენტრი იყო, ახლა კი ეს სფერო სამხრეთ ოსეთშიც ვითარდება, იხსნება საკუთარი ტურისტული სააგენტოები და ხელმოწერილი შეთანხმება ამ საქმეს დამატებით იმპულსს შესძენს”.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს