რუსთაველზე მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარავი დადგეს

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარავი დადგეს. მათ განმარტეს, რომ კარვის გაშლის ფაქტი კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ამასთან, აღნიშნეს, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მაჩალიკაშვილების ოჯახს. თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილს დღეს პოლიციასთან დაპირისპირება მოუვიდა. კერძოდ, სამართალდამცველებმა მას პარლამენტის წინ კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს და მიზეზად მერიის მიერ დადგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს, თუმცა მერიაში განიმარტა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ არის. აღნიშნულის შემდეგ მაჩალიკაშვილმა ქალაქის მერიას მიმართადა განაცხადა, რომ კარავს გაშლის ორ ლოკაციაზე: ივანიშვილის ბიზნესცენტრთან და პარლამენტის წინ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის მკვლელობის მოთხოვნით აქციას პარლამენტთან რამდენიმე თვეა, მართავს, მას კარავიც ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მისი კარავი აიღეს.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp