თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, თმარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, აბასთუმანის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, მარჯანიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ფოცხვერაშვილის და სამღერეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I, II და IV მიკრორიონების, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, თრიალეთის, ჯავახეთის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. დიღმის (ნაწილობრივ), სოფ. ზურგოვანის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის XIII კმ-ის, აღმაშენებლის ხეივნის XII კმ-ის, დიღომი 7-ის დასახლების, დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), მერაბ კოსტავას, პეტრიწის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, სამაჩაბლოს, ასი ათასი მოწამის, გივი კვიჭიძის, თორნიკე ერისთავის და ვიქტორ ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: "ნატბეურების" დასახლების, სოფ. დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭანდრის I ჩიხის, დიდი დიღომის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), მარკო პოლოს, გიორგი გეხტმანის, იასე შაქარიშვილის, ოსკარ შმერლინგის, მეფე მირიანის და სერგი ცხაკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის და თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირის და მეველის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიქელაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს