სტიქია ლენტეხში – ოთხი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი
Posted on
, რეგიონები
ძლიერმა წვიმამ ლენტეხში პრობლემები შექმნა. ოთხი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია ხიდები და დატბორილია საავტომობილო გზები. გადაუღებელი წვიმების შედეგად ამ დრომდე ვერ ხერხდება ადგილზე ტექნიკის შეყვანა და გზის აღდგენითი სამუშაოების შესრულება.
„ამ ეტაპზე რაიონს მოწყვეტილი არის 4 სოფელი, წაღებულია გზები და ხიდები. საუბარია 5–6 ხიდზე. ისეთი კოკისპირული წვიმა იყო, რომ აღდგენითი სამუშაო ამ დრომდე ვერ შევასრულეთ“, – განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.