ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს 24 საათით წყლის მიწოდება შეუწყდება

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს დღეს წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღნიშნულის მიზეზად ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 26 ივლისის 10:00 საათიდან 27 ივლისს 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს