კრემლი „ატლანტიკურ საბჭოს“ ქვეყანაში საქმიანობას უკრძალავს

რუსეთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ საქმიანობის აკრძალვას აპირებს, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

გენერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობა, რომელსაც 2014-2017 წლებში აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ ჰანსმენი ხელმძღვანელობდა, „საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციურ წყობასა და უსაფრთხოებას“.

„ჩვენ ვამაყობთ საბჭოს რუსებთან და რუსეთზე მუშაობის მრავალწლიანი ტრადიციით და იმედგაცრუებულები ვართ რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით“, - აღნიშნულია „ატლანტიკური საბჭოს“ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „როიტერსს“ გაუგზავნა და რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის ოფიციალურად არ უცნობებია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp