აშშ-ში სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ფედერალურ დონეზე აღდგება

20-წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ფედერალურ დონეზე აღდგება. სასჯელის დასჯა ადამიანების მკვლელობისა და წამებისთვის გასამართლებულ პირებს შეეხებათ. 

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ბილ ბარიმ იმ ხუთი პატიმრის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებსაც პირველ ეტაპზე, ინექციის საშუალებით, 2019 წლის 9 დეკემბრიდან 2020 წლის 15 იანვრამდე პერიოდში სიკვდილით დასჯიან.

პირველი სიკვდილმისჯილი დენიელ ლიუს ლი იქნება, ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი, რომელმაც 1999 წელს ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლა.  მეორე კისვდილმისჯილი ლეზმოდ მიტჩელსია, რომელმაც ჯერ 63 წლის ქალი დაჭრა სასიკვდილოდ, შემდეგ კი მის შვილიშვილს აიძულა, გარდაცვლილის ცხედართან ერთად ავტომობილით ემგზავრა, ვიდრე მკვლელმა გოგონაც სიცოცხლეს არ გამოასალმა. კიდევ ერთი პატიმარი, რომელსაც სიკვდილით დასჯიან, ლესლი ირა პარკია. ის 16 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის არის გასამართლებული. მეოთხე სიკვდილმისჯილი ალფრედ ბურჟუაა. მა რომელმაც საკუთარი ორი წლისა და ექვსი თვის ქალიშვილი მოკლა. მეხუტე სიკვდილმისჯილი დასტინ ლი ჰონკენსი,  ხუთი ადამიანის მკვლელობისთვისაა გასამართლებული. 

ხუთივე პატიმრს ინდიანას შტატში, ტერე ოტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასჯიან სიკვდილით. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა