რუსეთის საელჩომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აშშ–ში რუსეთის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს რუსი ჩოგბურთელის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - იუწყება სააგენტო Tass.

როგორც რუსეთის დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, "სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზის გაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე რუსი სპორტსმენების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს".

"კუზნეცოვა აშშ-ს ვიზის მისაღებად საჭირო „დროში გაწელილი ადმინისტრაციული პროცედურების“ კიდევ ერთი მსხვერპლია. აღშფოთებულები ვართ დაბრკოლებების იმ პრაქტიკით, რაც ჩვენს სპორტსმენებს აშშ-ს ტერიტორიაზე ჩატარებულ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისას ექმნებათ“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

რუსმა ჩოგბურთელმა სვეტლანა კუზნეცოვამ გუშინ განაცხადა, რომ „ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის“ ტურნირში მონაწილეობას, რომელიც მომავალ კვირას ვაშინგტონში იმართება, აშშ-ს ვიზის მიღებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო ვერ ახერხებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახი – პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 მოზარდი მე–9 სართულიდან გადმოხტა