„მნიშვნელობა არ აქვს, მივაღწევთ თუ არა შეთანხმებას აშშ–სთან, ჩვენ სირიაში სამხედრო ოპერაციას მაინც დავიწყებთ“

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთით სამხედრო ოპერაციას აუცილებლად დაიწყებს. 

„თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნასთან დაკავშირებით. თუმცა მინდა, განვაცხადო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მივაღწევთ თუ არა შეთანხმებას აშშ–სთან, ჩვენ სირიაში სამხედრო ოპერაციას მაინც დავიწყებთ. ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები  უსაფრთხოების ზონის შექმნასთან დაკავშირებით თურქეთ–სირიის საზღვრის გასწვრივ. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამაგრებულია ქურთული შენაერთები, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ხოლო ანკარა მათ ტერორისტებად მიიჩნევს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp