"პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების"

რაც არ უნდა მისაღები წინადადება იყოს, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების- მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ტელევიზიის თანადამფუძნებელ ჯარჯი აქიმიძესთან ერთად დეპუტატებს ხვდება.

მისივე თქმით, ხელისუფლებისგან ითხოვს, დაიდოს დასკვნა, სამართლიანი იყო თუ არა მათთვის ტელევიზიის ჩამორთმევა. როგორც დვალმა აღნიშნა, „დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აიტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა“.

„ხალვაშისგან რაც არ უნდა მისაღები წინადადება იყოს, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების. ჩვენ კატეგორიულად ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. ჩვენ 10 წელი ვაკეთეთ და მართლა ნულიდან დავიწყეთ: სახლიდან მოტანილი ტელევიზორით, სახლიდან მოტანილი ვიდეომაგნიტოფონით, ჩვენ იქ ვცხოვრობდით დღე-ღამეს ვასწორებდით, რომ ეს ტელევიზია რაღაც სტანდარტამდე მიგვეყვანა და ჩვენ ვთვლით, რომ რაც შევძელით, მაქსიმალური გავაკეთეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტელევიზია უხეშად წაგვართვეს და ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს და დადოს დასკვნა თემაზე, ეს ტელევიზია სამართლაინად წაიღეს ჩვენგან თუ არა. ჩვენ არ ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ არიქა, მოგვანიჭეთ ჩვენ ეს ტელევიზია, არა, ჩვენ ვითხოვთ პასუხს. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ არ გვეკუთვნოდა და თურმე სამართლიანად წაუღიათ, ეგ მაინც ითქვას. დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აიტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა. მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა“, - განაცხადა დვალმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს–ი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ–ერთი ხელმძღვანელის ცეზარ ტოხოსაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს