თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი: "ყველას რომ დაგვადოთ ხელბორკილები, გახარია მაინც უმაგრესი მინისტრია"

"ჩანერგილებს და ჩარჩენილებს! ყველას რომ დაგვადოთ ხელბორკილები, გახარია მაინც უმაგრესი მინისტრი და პიროვნებაა! წერტილი", - ამის შესახებ მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

ამ "პოსტის" გამოქვეყნებამდე კი იგი წერდა:

"ეეეეეეეეეეე............ თქვენ ჯანზე თუ ხართ????????????? რატომ დააკავეს 8 წლის ნინა? ვინმემ გამაგებინეთ, რა უნდა 8 წლის პატრულის მანქანაში, კვესიტაძესთან არ გაგივიდათ და თიკა ჯამბურიას გაუჩალიჩეთ?". 

შეგახსენებთ, რომ მომღერალი თიკა ჯამბურია 25 ივლისს, პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს და ცოტა ხანში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლო იმსჯელებს. პრაიმტაიმის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის მანქანაში თიკა ჯამბურიას შვილიც იჯდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მანქანის პარკინგთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp