ქობულიას თქმით, ქვეყანას მინისტრთა კაბინეტი "ნაწილობრივ მართავს"

საქართველო ეკონომიკის  ყოფილი მინისტრის განცხადებით, ქვეყანას მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ ნაწილობრივ მართავს. 

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ტელეკომპანია "პირველთან” საუბრისას განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, "საქართველო იმართება მინისტრთა კაბინეტის საშუალებით, თუ მინისტრთა კაბინეტის მიღმა სხვა პირები მართავენ?”, ქობულიამ შემდეგი განაცხადა:

“ნაწილობრივ ასე, ნაწილობრივ ისე”. 

შეგახსენებთ, რიგი პოლიტიკოსები, ექსპერტები და ბიზნესმენები აცხადებენ, რომ ქვეყანას მართავს ერთი კაცი – მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp