ტრამპი საფრანგეთს ემუქრება

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთს ამერიკულ ციფრულ კომპანიებზე დამატებითი გადასახადების დაწესების გამო საპასუხო ზომებით ემუქრება. 

დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონის სამიზნე შესაძლოა, ფრანგული ღვინო გახდეს.

"ემანუელ მაკრონის [საფრანგეთის პრეზიდენტი] უგუნურ ქმედებასთან დაკავშირებით რეაგირებას მალე მოვახდენთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკული ღვინო ფრანგულზე უკეთესია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრემლი ერდოღანისგან ინფორმაციას ელის