„თიბისი ბანკის“ აქციების ფასი 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

„თიბისი ბანკის“ აქციების ფასი 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება დღეს 1.43 %-ით შემცირდა. იგი ვაჭრობის დახურვისას 12.42 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. 

2016 წლის სექტემბერში ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება 12.31 გირვანქა სტერლინგი იყო. 

"თიბისის" აქციების გაუფასურება 24 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე წარუდგინა.

"თიბისი ბანკის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება. საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში "თიბისი ბანკის" 50 მილიონამდე აქციაა განთავსებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს