"TV პირველის" მფლობელი: "ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ"

ტელეკომპანია "პირველის" მფლობელი ვახტანგ წერეთელი ადვოკატ ზვიად კორძაძის მიერ სატელეფონო საუბრების მოსმენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარის საქმეზე გამოძიების ფარგლებში 2018–2019 წლებში 15-20 მდე პირის, მათ შორის  ვახტანგ წერეთლის სატელფონო საუბრებს უსმენდნენ.

“ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!. ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის,თამარ ჩიხლაძის საუბრებს”, – წერს ვახტანგ წერეთელი. 

ცნობისთვის: 26 ივლისს საქალაქო სასამართლომ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 000 -700 000 –ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp