ფილიპინებში სამი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში სამი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანის დაიღუპა და 60 დაშავდა. 

პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 5.4 მაგნიტუდა იყო, რასაც, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. მეორე 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

მესამე მიწისძვრა კი 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთით იყო. დანგრეული და დაზიანებულია შენობები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრემლი ერდოღანისგან ინფორმაციას ელის