ტრამპს შეუძლია, მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად პენტაგონის ბიუჯეტიდან 2.5 მლრდ დოლარი გამოიყენოს

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ინიციატივას მხარი დაუჭირა. სასამართლომ დაასკვნა, რომ არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად პრეზიდენტს მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის ასაშენებლად პენტაგონის ბიუჯეტიდან ორ ნახევარი მილიარდი დოლარის გამოყენება შეუძლია. 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ხუთმა მოსამართლემ, რომელნიც კონსერვატორული ხედვებით გამოირჩევიან, ტრამპის ადმინისტრაციას მხარი დაუჭირეს, წინააღმდეგ კი ოთხი მოსამართლე წავიდა.

მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის აშენება ამერიკის პოლიტიკური წრეებში დიდ უთანხმოებას იწვევს. მოწინააღმდეგეები ინიციატივას კონგრესში ბლოკავდნენ, რაც რამდენჯერმე ე.წ. შათდაუნის მიზეზიც გახდა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მამუკა ხაზარაძე: „ლელო“ იქნება გამაერთიანებელი ძალა"