თუშეთის გზაზე სატვირთო მანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა

თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე „კამაზის“ ტიპის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც ხუთმა გადმოხტომა მოასწრო. შვიდი კი სატვირთოსთან ერთად ხევში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანაზე მყოფები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები არიან. ისინი თუშეთში დღესასწაულზე მიემგზავრებოდნენ.

განახლება: 

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით შსს–მ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ხევში სამგზავრო მიკროავტობუსი მგზავრებიანად გადავარდა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო