მოსკოვში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე , სულ მცირე, 317 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, მერიასთან მიმდინარე ოპოზიციის არასანქცირებულ აქციაზე, სულ მცირე, 317 ადამიანი დააკავეს. 

სამართალდამცველებმა დაკავებები ჯერ კიდევ მიტინგის დაწყებამდე დაიწყეს.  დაკავებულთა შორის არიან დიმიტრი გუდკოვი და ივან ჟდანოვიც, რომელთაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. 

დაკავებების მიუხედავად მოსკოვის მერიასთან შეკრებილი დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ. 

მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp