რუსეთის დამოუკიდებელ ტელეკომპანია "Дождь"-ში პოლიცია შევიდა, მანამდე კი ტელეარხის წამყვანი დააკავა

რუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ "Дождь"-ში პოლიცია შევიდა. შენობაში მიმდინარე პროცესებს არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს უწყება გადასცეს და მოსკოვში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს.

არხის ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმი ამ მეთოდით ტელეკომპანიას მოსკოვის ცენტრში მიმდინარე ოპოზიციის აქციის გაშუქებისთვის სჯის.

ტელეკომპანია "Дождь"-ში შესვლამდე პოლიცია ალექსეი ნავალნის სტუდიაშიც შევიდა, პირდაპირი ეთერი გათიშა, უსაფრთხოების კამერები გამორთო და გადაცემის წამყვანი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვის მერიის წინ მიმდინარე ოპოზიციის არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა უკვე 560-ს გადააჭარბა, მათ შორის არიან ოპოზიციის კანდიდატები, ვინც საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვა. სამართალდამცველები იმ ჟურნალისტებსაც აკავებენ, ვინც დაკავებების პროცესს აშუქებენ.

პუტინის ხელისუფლება ოპოზიციას ანტისამთავრობო აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. პოლიცია მომიტინგეებს პირდაპირ მოსკოვის ქუჩებში აკავებს. იმ ადამიანებს, ვინც პოლიციას წინააღმდეგობას უწევს, სამართალდამცველები სასტიკად უსწორდებიან, იყენებენ ძალას და რეზინის ხელკეტებს.

მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp