თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თელავის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაჰყავთ

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თელავის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაჰყავთ. დაშავებულთა ხევიდან ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაშავებულთა ისევე, როგორ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ცნობისთვის: ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში მგზავრებიანად გადავარდა.

შსს-ს ინფორმაცით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და მედიკოსები.

„ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp