მედია - საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი ცემით მოკლა

საბერძნეთის ციხეში 43 წლის რუსმა პატიმარმა 35 წლის ქართველი პატიმარი ცემით მოკლა, - იუწყება ბერძნული მედია. 

მათივე ცნობით, ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა.

დაპირისპირების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

შემთხვევა პარასკევს, გვიან ღამით ნიგრიტას ციხეში მოხდა, დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თამილა ლაფანაშვილმა ოს ხალხს მიმართა:"მჯერა, გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით ისევ მოგვარდება"