ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეშია  მოთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციალური სამსახური ავრცელებს.

"ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცრების მიერ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი", – ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp