უბედური შემთხვევა შეკვეთილში - მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა

შეკვეთილში მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი ორი მუშა გადმოვარდა. ერთ–ერთი მათგანი 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მეხუთე სართულიდან მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. 

როგოც მშენებარე ობიექტის მენეჯერი აცხადებს, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. 

9-სართულიან სასტუმროს შეკვეთილში შპს "მაგნიკა" აშენებდა, რომლის გახსნაც პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა. ადგილზე სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp