მოსკოვში აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, მერიის წინ გუშინ გამართულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს. მათ შორის არიან ოპოზიციის კანდიდატები, ვინც საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვა. დაკავებულია ჟურნალისტებიც, რომლებიც დაკავებების პროცესს აშუქებდნენ. 

იმ ადამიანებს, ვინც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, სამართალდამცველები სასტიკად უსწორდებოდნენ, იყენებდნენ ძალას და რეზინის ხელკეტებს.

სპეცრაზმელებთან შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე აქტივისტი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp