ერდოღანი: “ანკარა ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგია, რომელიც ისრაელს უჭერს მხარს”

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგია, რომელიც ისრაელს უჭერს მხარს. 

„თურქეთისთვის მიუღებელია ის მდუმარება, რასაც რიგი ქვეყნები ისრაელის ქმედებების მიმართ იჩენენ. ისრაელი პალესტინის წინააღმდეგ ტერორისტულ საქმიანობას ეწევა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ანკარა ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგია, რომელიც ისრაელს უჭერს მხარს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: ისრაელმა იერუსალიმის გარეუბანში მდებარე პალესტინური დასახლების დაშლა 22 ივლისს დაიწყო. დასახლება სასაზღვრო ბარიერის მიღმა მდებარეობდა. ისრაელის განცხადებით, მსგავსი დასახლებები უკანონოა.

აღნიშნულის საპასუხოდ პალესტინამ ისრაელთან ყველა სამშვიდობო შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე შეერთებული შტატებია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp