ბასილაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი გახდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ევროპის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. 

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუს მეტოქეს, ანდრეი რუბლევს სამ სეტში ანგარიშით 7:5, 4:6, 6:3 სძლია.

ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ ნახევარფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილზე იყო.

ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა. გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

გასულ წელს, ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5).

ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რომლითაც მსოფლიო რეიტინგში 35-ე ნომერი გახდა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp