"ოქრუაშვილი უდანაშაულო მსხვერპლია, ის ამ პერიოდში ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა"

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი "უდანაშაულო მსხვერპლია".

"ირაკლი ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მქონდა ყოველთვის. ის გამოიყენეს ჩემ წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მისაცემად, მისი პირადი განწყობების გამო, მაგრამ ახლა ის არის ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლი. აქამდე, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა. ეს არის ძალიან დასაფასებელი", – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მამუკა ხაზარაძე: „ლელო“ იქნება გამაერთიანებელი ძალა"