თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული პირის სამძებრო სამუშაობი ხვალიდან განახლდება

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული პირის სამძებრო სამუშაობი ხვალიდან განახლდება.

ხვალ ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება, სწორედ ამიტომ დილის 6 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელი ლეჩურის მიმდებარე ტერიტოიირდან ომალომდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გუშინ თუშეთში ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ავტომანქანის უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 

ავარიის ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია, დაშავდა სამი ადამიანი. 

ამასთან, დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია: მამა და ორი შვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp