თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული პირის სამძებრო სამუშაობი განახლდა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული პირის სამძებრო სამუშაობი დრეს დილიდან  განახლდა.

დღეს ხეობაში მძიმე ტექნიკის შეჰყავთ და ამიტომ დილის 6 საათიდან გადაიკეტა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სოფელი ლეჩურის მიმდებარე ტერიტოიირდან ომალომდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 27 ივლისს თუშეთში ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ავტომანქანის უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 

ავარიის ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია, დაშავდა სამი ადამიანი. 

ამასთან, დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია: მამა და ორი შვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თამილა ლაფანაშვილმა ოს ხალხს მიმართა:"მჯერა, გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით ისევ მოგვარდება"