აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დენ ქოუთსი თანამდებობას ტოვებს. 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ქოუთსი აგვისტოს შუა რიცხვებში გადადგება, მის შემცვლელად კი ტეხასელ კონგრესმენ ჯონ რეტკილიფის კანდიდატურის წარადგენს. 

როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპსა და ქოუთს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.

მიმდინარე წლის იანვარში დონალდ ტრამპმა დენ ქოუთსი ირანიდან მომდინარე საფრთხეების "არასათანადოდ" შეფასებისთვის მკაცრად გააკრიტიკა და მას "პასიური და გულუბრყვილო" უწოდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს მშობლებს მიმართავს