ნიგერიაში დაკრძალვის ცერემონიისას თავდასხმას 65 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში, დაჯგუფება ,,ბოკო ჰარამის"" თავდასხმას 65 ადამიანი ემსხვერპლა. ისლამისტებმა ცეცხლი ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობას დაკრძალვის ცერემონიალის დროს გაუხსნეს. არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმის მოტივად სოფლის მცხოვრებლების მიერ დაჯგუფების 11 მებრძოლის მკვლელობისათვის შურისძიებას ასახელებს.

ნიგერიის პრეზიდენტმა თავდასხმა დაგმო და პასუხისმგებელი პირების დასაკავებლად საჰაერო სამძებრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. 

"ბოკო ჰარამი" ანტიდასავლური დაჯგუფებაა, რომელიც მთავრობის გადადგომისა და ისლამისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის იბრძვის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp