მედია –ბათუმში, სადაც ლიფტი ჩაწყდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა "პირველი არხის" ოპერატორს ქვები დაუშინეს

ბათუმში, სადაც ლიფტი ჩაწყდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა "პირველი არხის" ოპერატორს ქვები დაუშინეს, – იუწყება "პირველი არხი. 

კერზოდ, ტელეარხის ცნობით, მშენებელი კომპანიის, „გრანდ სიტის“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ ოპერატორებს, რომლებიც შემთხვევის ადგილს იღებდნენ. მათ ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები დაუშინეს.

შედეგად, "პირველი არხის" ოპერატორმა ედნარ კოჩალიძემ დაზიანება მიიღო. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.

"აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროს ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს, გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლით დაიწყო“, – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის: ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე დღეს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩაწყდა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"