ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ იტალიას აღიარების თხოვნით მიმართა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ იტალიას “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობის  აღიარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ “იტალიაში სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის” ხელმძვანელმა, მაურო მურჯამ განაცხადა.

"დადგა დრო, იტალიამ მისი ამჟამინდელი მთავრობის სახით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიაროს ისეთივე ავტონომიურ სახელმწიფოდ, როგორებიც არიან გაერო-ში წარმოდგენილი ქვეყნები. სამხრეთ ოსეთი მოუწოდებს ყველა ევროპელ ერს, ჩამოიფერთხონ ევროპის ფარგლებს გარედან თავს მოხვეული სტერეოტიპები. სამხრეთ ოსეთის აღიარება იქნება ნიშანი მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციის განახლებისა და გაერთიანებისა ხალხების უფლებისთვის თვითგამორკვევასა და საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრაზე" – ნათქვამია მურჯას მიმართვაში, რომელიც რუსული მედიით გავრცელდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp