საავადმყოფოსთან, სადაც ნავალნი იმყოფება, პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა (ვიდეო)

საავადმყოფოსთან, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნავალნი იმყოფება, პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ხტებიან სპეცრაზმის წევრები ავტობუსიდან და სასტიკად შლიან მცირერიცხოვან აქციას. 

პოლიციის განყოფილებაში 20-ზე მეტი აქტივისტი, პოლიტიკოსები,  ასევე ჟურნალისტები, მათ შორის ტელეკომპანია „დოჟდის“ კორესპონდენტი დანიილ სოტნიკოვი ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.


ნავალნი, რომელსაც სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა მიტინგის ჩატარების წესების დარღვევის გამო მიუსაჯა, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.ოფიციალური ინფორმაციით მას მწვავე ალერგიული რეაქცია დაუდგინდა, თუმცა მისი პირადი ექიმი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp