ირანმა პომპეოს თეირანში ვიზიტზე უარი უთხრა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თეირანში ვიზიტზე უარი უთხრა.

მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანის მთავრობას მოლაპარაკებების გამართვა თეირანში შესთავაზა და ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლაც სურდა, თუმცა ირანის ხელისუფლების წევრებისგან უარი მიიღო.

„ცოტა ხნის წინ, თეირანში ვიზიტის და ირანელ ხალხთან პირდაპირი საუბრის ინიციატივით გამოვედი. რეჟიმმა ჩემი შეთავაზება არ მიიღო. ჩვენ არ გვეშინია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ​ ჯავად ზარიფის, რომელიც ჩამოდის ამერიკაში, სადაც იყენებს უფლებას ილაპარაკოს თავისუფლად. ნუთუ აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმის მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ მე  თეირანში იგივეს გავაკეთების ნებას არ მრთავს? რა იქნება, თუ ხალხი გაუფილტრავ და სრულ სიმართლეს გაიგებს?“ – წერს პომპეო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: აშშ–სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმება დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი,  სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ახალი წევრები წარადგინა