მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში სიგარეტს ეწეოდა, მართვის უფლება შეუჩერდა

#42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში სიგარეტს ეწეოდა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით შეუჩერდა,– ამის შესახებ “თბილისის მიკროავტობუსი” იუწყება. 

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი ეწევა სიგარეტს, კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყოვნებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე “თბილისის მიკროავტობუსის” შიდა სანქციების მიხედვით, მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, ხოლო თავის მხრივ „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ”, -ნათქვამია განცხადებაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp