რა ბედი ელის აბაშიძე–კარასინის ფორმატს – პრემიერის სპეცწარმომადგენლის კომენტარი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე. 

„ბატონი კარასინის შესაძლო შეცვლის შესახებ ჩვენთვის ინფორმაცია მედიიდან გახდა ცნობილი. ოფიციალური წყაროებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან რაიმე ცნობა არ ყოფილა, შესაბამისად ამ ეტაპზე რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. შესაბამისი განცხადება ჩვენი მხრიდან მას შემდეგ გაკეთდება, რაც რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურად განაცხადებს გრიგორი კარასინის თანამდებობის დატოვების შესახებ“, – აცხადებს აბაშიძე. 

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ამ ფაქტმა შესფერხოს "აბაშიძე–კარასინის" მოლაპარაკებების პროცესი, ზურაბ აბაშიძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია. 

მისი თქმით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დაგეგმილია შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ ნახევარში.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. რუს დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და რუსეთის „სახელმწიფო სამსახურის“ შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის დაკავება მას სწორედ ამ დრომდე შეუძლია.

რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა სახელდება. მთავარი კანდიდატი კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინია, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული.

ვოლინკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის წარმომადგენლობებში მუშაობდა, კერძოდ, აშშ-ში, სერბეთში, მონტენეგროში, საქართველოსა და მაკედონიაში. 2009-2013 წლებში ივან ვოლინკინი სერგეი ლავროვის თანაშემწე იყო, 2023-2018 წლებში კი, სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

არსებული ინფორმაციით, გრიგორი კარასინი რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. 

კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფორმატი 2012 წლიდან დაიწყო. რუსეთ-საქართველოს შორის არაფორმალური დილოგის ეს ფორმატი ოფიციალურად სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნა, თუმცა შეხვედრებზე პოლიტიკური საკითხებიც განიხილება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხვალ თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო საავატომობილო მოძრაობა შეიზღუდება