დიტო ტატიშვილის ხსოვნის პატივსაცემად თბილისის უბნებში ბავშვებს საცურაო აუზი დაუდგეს

დიტო ტატიშვილის ხსოვნის პატივსაცემად თბილისის უბნებში ბავშვებს საცურაო აუზი დაუდგეს. 

ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს: 


„ერთ–ერთ ეზოში ბავშვებს, რომლებიც თბილისში არიან, საცურაო აუზი დავუდგით. რამდენი უბანია თბილისში, ათ- ათი ლარი რომ შეკრიბოთ, ყველგან გაახარებთ ბავშვებს. ვერც წარმოიდგენთ რა ბედნიერები არიან. არ დაგეზაროთ, არაფერი არ უნდა ამის გაკეთებას. ეს ამბავი ეძღვნება გარდაცვლილი დიტო ტატიშვილის ხსოვნას, რომელმაც შარშან ზაფხულში, თავის უბნის ბავშვებს დაუდგა ეზოში აუზი და მთელი უბანი გააბედნიერა. გაახარეთ ბავშვები, ამაზე ბედნიერი საყურებელი არაფერი არ არის“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

ცნობისთვის: 2018 წლის ზაფხულში ბიზნესმენმა დიტო ტატიშვილმა უბანში ბავშვებს საცურაო აუზი დაუდგა. „4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს... მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში“, – აცხადებდა ტატიშვილი. რამდენიმე დღის შემდეგ იგი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოპოვეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თამილა ლაფანაშვილმა ოს ხალხს მიმართა:"მჯერა, გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით ისევ მოგვარდება"