ნავალნი საავადმყოფოდან იზოლატორში დააბრუნეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გუშინ საგამოძიებო იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, დღეს ისევ იზოლატორში დააბრუნეს. ნავალნისთან საავადმყოფოში შეუშვეს მისი ექიმი, ოფთალმოლოგი ანასტასია ვასილევა, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობას აკონტროლებს ბოლო ორი წელია მას შემდეგ, რაც 2017 წლის აპრილში ნავალნის სახეში ბრილიანტის მწვანე ე.წ. „ზელიონკა“ შეასხეს.

საავადმყოფოს ექიმებმა ის გაწერეს და ბადრაგმა იზოლატორში დააბრუნა, თუმცა ვასილევა კონსილიუმის დროს ამისი წინააღმდეგი იყო. მას მიაჩნია, რომ ნავალნის კონტაქტური დერმატიტი აქვს და გამოჯანმრთელებამდე მისი დაბრუნება იქ, სადაც ის სავარაუდოდ მოიწამლა, მიზანშეწონილი არ იყო.

ამასთან, ანასტასია ვასილევამ ტელეარხ „დოჟდ“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავალნის თმის ნიმუში და მაისური ექსპერტიზაზე ევროკავშირის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გაიგზავნება იმის დასადგენად, თუ რამ მოწამლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვისურვებდით, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს"