თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული 18 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაობი ხვალიდან განახლდება

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული 18 წლის ლევან შაბალაიძის სამძებრო სამუშაობი ხვალიდან განახლდება.

რამდენიმე საათის წინ, მაშველებმა სპეციალური ტექნიკის საშუალებით თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი ამოიტანეს. შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე, თუმცა სამწუხაროდ, ახალგაზრდა ვერ იპოვეს.

სატვირთო ავტომობილის ამოტანასთან დაკავშირებით დღეს ფშაველი-აბანო-ომალოს გზა დაკეტილი იყო . ამჟამად შეზღუდვა მოხსნილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 27 ივლისს თუშეთში ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ავტომანქანის უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 

ავარიის ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია, დაშავდა სამი ადამიანი. 

ამასთან, დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია: მამა და ორი შვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო