ქართველმა პარაძიუდოისტებმა ევროპის უსინათლოთა ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა 26-28 ივლისს იტალიაში ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ) მოჭიდავე რევაზ ჩიკოიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ზვიად გოგოჭური (100 კგ) შეჯიბრების დროს მიღებულმა ტრავმამ ვერცხლის მედალს დააჯერა, ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მეოთხე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრებაში აიღეს. საინტერესოა, რომ გუნდურში სულ ექვსი სპორტსმენით (სამ-სამი ქალი და მამაკაცი) დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, საქართველოს ნაკრებს კი განაცხადში მხოლოდ ოთხი ძიუდოისტი ჰყავდა და ყველა შეხვედრას 0:2-ით იწყებდა. ამის მიუხედავად, ძირითად ბადეში აჯობა უკრაინის ნაკრებს, გადამწყვეტ ბრძოლაში კი - თურქეთს.

ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებით, ქართველმა პარაძიუდოისტებმა ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიების მოპოვება შეძლეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp