თბილისის უბნები, რომლებსაც 30 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

30 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აეროპორტის დასახლების, გიორგი ბერიაშვილის, გახოკიძის, აბაშვილის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI კვარტლის და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოლითის, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიშნიანიძის, სანაპიროს, ბოტანიკურის, სამღებროს, საადის, გორგასლის, აბანოს და ირგვლივის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ნავთლუღის, უჯარმის, ჭრელაშვილის, გიორგი ნადარეიშვილის და ბეიკ გეთიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ "თელასში".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხელისუფლების რეაქცია NDI–ს კვლევაზე: „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები“