საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. ვიზიტორთა შორის  54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი.

2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

თბილსის ეროვნულ პარკს 

პრომეთეს მღვიმეს 

ყაზბეგის ეროვნულ პარკს 

მარტვილის კანიონს 

მტირალას ეროვნულ პარკს 

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. უკვე გაიხსნა ახალი ეკოტურისტული მიმართულება  სოფელ კინჩხაში - ოკაცეს ჩანჩქერი. 

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მაისის თვიდან დაინერგა ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს წინასწარ დაგეგმონ ტერიტორიებზე ვიზიტი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა