"ოქრუაშვილის წინააღმდეგ ყველა ჩვენება წილზე განცხადების შემდეგაა მიცემული"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ცნობით, მათ მოიპოვეს "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლითაც დგინდება, რომ გამოძიებას პოლიტიკოსის წინააღმდეგ პირველი ჩვენებები 23-24 ივლისს აქვს მოპოვებული. მოგეხსენებათ, საქმე, რომლის ფარგლებშიც ოქრუაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, 20–21 ივნისის მოვლენებს ეხება და შსს–მ გამოძიება იმთავითვე დაიწყო. რაც შეეხება ოქრუაშვილს, "რუსთავი 2"–ის ცნობით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ჩვენებები გამოძიებამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოიპოვა. თავად ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ მიდი დაპატიმრება ტელეკომპანიის საქმეს უკავშირდება. 

უცხოეთში მყოფი ოქრუაშვილი საქართველოში 20 ივლისამდე დაბრუნდა და გააკეთა არაერთი სკანდალური განცხადება, მათ შორის პროკურატურისთვის ჩვენებების შინაარსის წინასწარი შეთანხმებით მიცემაზე, ამასთან პრეტენზია გამოთქვა "რუსთავი 2"-ის 100%-იან წილთან დაკავშირებით და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც დააანონსა. როგორც ოქრუაშვილი ირწმუნება, ის ფლობს ხალვაშის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი ადასტურებს, რომ არხი ოქრუაშვილს ეკუთვნის. თავად ხალვაში ხელმოწერას გაყალბებულს უწოდებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს